fbpx
რელიგიასაზოგადოება

მამა გიორგოსი – პირველი აფრიკელი მღვდელი ბერძნულ ეკლესიაში

მამა გიორგოსი აფრიკიდან, კერძოდ კი, უგანდადან არის და ისტორიაში ჯერჯერობით პირველი აფრიკელია, რომელმაც თესალონიკის ეპისკოპოს, ანთომოსისგან დიაკვნის წოდება მიიღო.

გიორგო უგანდადან თესალონიკში არისტოტლეს უნივერსიტეტში თეოლოგიის ფაკულტეტზე სასწავლებლად ჩავიდა.

ცხადია, თავდაპირველად მხოლოდ სწავლობდა, თუმცა, მალევე გადაწყვიტა, რომ თავისი მთელი დრო ეკლესიისთვის დაეთმო და შეძლო, რომ თესალონიკის ეკლესიისგან დიაკვნის წოდება მიეღო.

როგორც ის ამბობს, სანამ მართლმადიდებელი ქრისტიანი გახდებოდა, პროტესტანტი იყო. სარწმუნოება სწორედ საბერძნეთში შეიცვალა.

მამა გიორგოს თქმით, ბერძნებმა დიდი სიყვარულით მიიღეს და ეუბნებოდნენ, რომ ის ერთ-ერთი მათგანი იყო. მას სურს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ უგანდაში დაბრუნდეს და ღვთისმსახურება იქ გააგრძელოს.

იხილეთ ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია უგანდაში:

onalem

ტესტ