fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

კრეტა: 34 წლის წინ დამარხული ბურთის ამბავი, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო

1983 წელს ინგლისელმა წყვილმა, სტეფენ სმოლვუდმა და ლისა მორლიმ კრეტაზე, მალიაში იმოგზაურეს. მათ კუნძულზე დამარხეს ბურთი, რომელმაც 34 წლის შემდეგ სოციალური ქსელი დაიპყრო.

კერძოდ, ბურთზე ეწერა მისი მფლობელის ვინაობა, რისი საშუალებითაც მამაკაცის პოვნა ძალიან გაიოლდა. სმოლვუდი თავდაპირველად გაოგნებული იყო, როცა ბურთის შესახებ შეატყობინეს და ამბობდა, რომ არაფერი მსგავსი არ ახსოვდა, ვინაიდან მათი კრეტაზე ვიზიტის შემდეგ 34 წელი გავიდა. მამაკაცი, რომელმაც ბურთი იპოვა, მალიაში ერთ-ერთი ბარის მეპატრონეა. სწორედ მან ატვირთა ბურთის ფოტო სოციალურ ქსელში.

”როდესაც თავიდან ამ ამბის შესახებ მითხრეს, ვერაფერს ვიხსენებდი, თუმცა, დროთა განმავლობაში მოგონებების გაღვიძება დავიწყეთ და გავიხსენეთ ბურთი, რომელიც სათამაშოდ შევიძინეთ,” ამბობს ახლა უკვე 52 წლის მამაკაცი, რომელმაც ცოლად მოიყვანა გოგონა, რომელთან ერთადაც 18 წლის ასაკში კრეტაზე იმოგზაურა.

”მახსოვს, რომ სანაპიროზე სათამაშოდ რაღაც ვიყიდეთ და თუ სწორად მახსოვს ეს სწორედ ის ბურთი იყო. ჩვენ ის არ წამოგვიღია, ამიტომ ალბათ დავმარხეთ,” თქვა სტეფენმა. წყვილმა სიხარული და უდიდესი ინტერესი გამოხატა იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც მათი ბურთი იპოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, მპოვნელი დენ მარტინია, რომელიც მალიაში ერთ-ერთ ბარს ფლობს. მან ბურთი მაშინ იპოვა, როცა საკუთარ ძაღლს ასეირნებდა და შემდეგ ფოტო Facebook-ზე ატვირთა. ის არ მოელოდა, რომ მის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს 5, 000-ზე მეტი ადამიანი გამოეხმაურებოდა.

onalem

ტესტ