fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ქალმა სახანძროში დარეკა და ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ განაცხადა, რომელსაც ვერ პოულობენ

უცნაური შემთხვევა დღეს შუადღეს მოხდა. სახანძრო სამსახურში დარეკა ქალმა, რომელიც იტყობინებოდა, რომ ვერტმფრენს ხედავდა, მაგრამ ის უეცრად მისი თვალთახედვიდან გაქრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ვარაუდობდა, რომ ვერტმფრენი ჩამოვარდა.

ქალი ინოფიტას ტერიტორიაზე ცხოვრობს და ამბობდა, რომ ხედავდა ვერტმფრენს, რომელის ჰაერიდან უცებ გაქრა. შემთხვევა იმდენად უჩვეულოა, რომ შემოწმების შედეგად ვერ იპოვეს ვერც აფეთქების და ვერც ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დატოვებული კვალი.

როგორც შემდეგ გაირკვა, ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა საწვრთნელი ფრენები, მაგრამ უცნობია, საუბრობდა თუარა ქალი სწორედ ამ სახის ვერტმფრენზე.

საქმეზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება.

onalem

ტესტ