fbpx
საზოგადოება

“თუ კარგად არის, იქნებ ერთხელ დაგვირეკოს, ჩვენ ის ძალიან გვიყვარს” – გაუჩინარებული გოგონას ძმის ემოციური მიმართვა

როგორც უკვე ცნობილია, 19 წლის არტემის კვალი ამ დრომდე არ ჩანს. ირკვევა, რომ ოჯახს საჩივარ შეტანილი აქვს გატაცების ბრალდებითაც, ვინაიდან არსებობს გარკვეული ინფორმაცია, რომ გოგონა შეიძლება იმყოფებოდეს სადღაც, საკუთარი სუვრილის საწინააღმდეგოდ.

არტემის ძმა მედიის საშუალებით ემოციურ მიმართვას ავრცელებს და საკუთარ დას სთხოვს, რომ როგორმე ხმა მიაწვდინოს.

“ამ დრომდე არ გვაქვს არანაირი ახალი ინფორმაცია, არც ჩვენ და არც პოლიციას. თუ სადმე, ვინმესთან ერთადაა და კარგად არის, შეგვატყობინოს. ერთხელ დაგვირეკოს, ჩვენ ის ძალიან გვიყვარს,” ამბობს ახალგაზრდა.

არტემის საკუთარ თავში ჩაკეტილ ადამიანად ახასიათებენ და ბოლო პერიოდში მასზე ნეგატიური გავლენა 24 წლის მამაკაცთან დაშორებამ იქონია, რის შემდეგაც ჰქონდა დეპრესიული ფონი.

onalem

ტესტ