fbpx
საზოგადოება

“მეშინია, რომ საბერძნეთში იტალია განმეორდება” – მანოლის დერმიძაკისი

პროფესორმა მანოლის დერმიძაკისმა ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბრისას დიდი შეშფოთება გამოთქვა არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ექსპერტებს უკვე ოპტიმიზმის საფუძველი აღარ აქვთ. მას შემდეგ, რაც გუშინ 1259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პროგნოზირებენ, რომ საბერძნეთს შეიძლება იტალიის ბედი ერგოს.

“რა თქმა უნდა, ძალიან მეშინია, რომ ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღე 5.000-6.000 იქნება და სიტუაცია სრულებით გამოვა კონტროლის არიდან. ეს რიცხვები, რასაც ვხედავთ, ახალი ზომების მიღებამდე ინფიცირებული ხალხია, ახლა ვიმედოვნებთ, რომ მონაცემები შემცირდება და დასტაბილურდება.

უკონტროლო სიტუაცია ნიშნავს იმას, რაც იტალიაში მარტში ხდებოდა… შეიძლება ეს იტალიაშიც ვნახოთ კიდევ ერთხელ და ასევე საბერძნეთში. ჩვენ ვადგავართ იმ ქვეყნების გზას, რომლებიც ორ-სამ კვირაში რთულ პირობებში აღმოჩნდებიან. უბრალოდ ვართ 2-3 კვირით უკან. ანუ ეს არ ნიშნავს, რომ უკეთესი მდგომარეობა გვაქვს,” განაცხადა პროფესორმა.

ამას გარდა, პროფესორი, ილიას მოსიალოსი აცხადებს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ყოველდღე ვლინდება და ცხადია, ეს ლოგიკურიც არის, ვინაიდან, ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს ტესტების ჩატარების შედეგად დადასტურებულ შემთხვევებს, პარალელურად კი, არსებობს ათასობით უსიმპტომო ინფიცირებული, რომლებმაც არ იციან, რომ ვირუსს ატარებენ და სწორედ ისინი ხდებიან გავრცელების უშუალო წყაროები.

onalem

ტესტ