fbpx
პოზიტივისაზოგადოება

Survivor-ის მონაწილემ, ევრიდიკი პაპადოპულუმ, შოუდან აღებული თანხიდან 10.000 ევრო “ბავშვის ღიმილს” გადაურიცხა

ევრიდიკი პაპადოპულუ საზოგადოებამ ორი რეალითი შოუს საშუალებით გაიცნო. ის ჯერ “My Style Rocks”-ში იღებდა მონაწილეობას, შემდეგ კი, ბევრად უფრო რთულ პროექტში, “Survivor”-ში სცადა ბედი.

პაპადოპულუმ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ყველაზე რთული პერიოდი ცხოვრებაში მაშინ გამოიარა, როდესაც სიმსივნე ჰქონდა და ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდა. შესაბამისად, ცდილობს, რომ დაეხმაროს ადამიანებს, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

ამჯერად გადადგა უკიდურესად ჰუმანური ნაბიჯი და თანხის ნაწილი, რომელიც მან რეალითი შოუდან აიღო, საქველმოქმედო ორგანიზაციაში, “ბავშვის ღიმილი”, გადარიცხა. ევრიდიკიმ 10.000 ევრო გაიღო.

 

onalem

ტესტ