fbpx
საბერძნეთი

“დედის გაგზავნილ თანხას თვითონ იღებდა, კაროლაინს 5 ევროც კი არ ჰქონდა ხოლმე თან” – ფსიქოლოგის ჩვენება

კაროლაინ ქრაუჩის ფსიქოლოგმა, ელენი მილონოპულუმ, ათენის შერეულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე ჩვენება მისცა და ისაუბრა ბაბის ანაგნოსტოპულოსა და ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე, ყველა იმ დეტალზე, რაც ნათელს ხდის პილოტის დამოკიდებულებაზე ახალგაზრდა მეუღლის მიმართ.

“ბრალდებულის ქმედებები უკიდურესად მანიპულაციური იყო კაროლაინის მიმართ. ყველა მხრივ აკონტროლებდა. ძალიან ხშირად გოგონა ვერ უგებდა საკუთარ თავსაც კი, რადგან მეუღლე აგრძნობინებდა, რომ რაღაცაში იყო დამნაშავე.

გოგონას დედა თანხას უგზავნიდა და ანაგნოსტოპულო იღებდა, კაროლაინს თან 5 ევროც არ ჰქონდა ხოლმე თან. უნდოდა, რომ კონდიტერის სპეციალობა შეესწავლა, მაგრამ თანხა არ ჰქონდა. ვერ მოძრაობდა დამოუკიდებლად, მხოლოდ ანაგნოსტოპულოს მეგობრის ტაქსით შეეძლო სიარული.

ჩემთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ უნდოდა ბავშვი წაეყვანა და სახლიდან წასულიყო,” აცხადებს ქ-ნ მილონოპულო, რომელთანაც კაროლაინ ქრაუჩი დადიოდა.

onalem

ტესტ