fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

5 იდეა ოჯახური დასვენებისთვის ატიკაში

ატიკაში არსებობს ათასობით ადგილი, სადაც დაუვიწყარი უქმეების გატარება შეგიძლიათ. თუმცა, ბავშვებთან ერთად დასვენება ამ ადგილების სიას მნიშვნელოვნად ამცირებს, რადგან ახალგაზრდები ყველგან ყოველთვის კარგ დროს ვერ ატარებენ.

ამიტომ ჩვენ შევარჩიეთ 5 საუკეთესო ადგილი, ხანმოკლე ექსკურსიისთვის ბავშვთან ერთად, თუ გსურთ, რომ ათენში ან ათენთან ახლოს დაისვენოთ.

”ატიკის ზოოპარკი”- უდიდესი ზოოპარკი საბერძნეთში და ერთ-ერთი დიდი ზოოპარკი ევროპაში. აქ 2 000-ზე მეტი ცხოველი, რეპტილია და ფრინველი ცხოვრობს. ასევე არის დელფინარიუმი და შეგიძლიათ ზღვის ლომების მიერ წარმოდგენილ არაჩვეულებრივი წარმოდგენას დაესწროთ. ზოოპარკი სპატაში მდებარეობს. ბილეთის ფასი ერთი ადამიანისთვის 15 ევროა, ხოლო ბავშვებისთვის 11 ევრო. ტელ.: 2106634724.

პარნითას გორაკების დაპყრობა და პიკნიკი სამეფო პარკში. ეს ადგილი ცნობილია თავისი მარტივად გადასაადგილებელი ბილიკებით, რაც იდეალურად შეეფერება ბავშვებთან ერთად მოგზაურობას. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ტბას მინი-ზოოპარკში.

პარკი ფლამპური – ორგნიზებული ტურები, რომელთა ღირებულებაც მხოლოდ 2 ევროა. ბავშვები უნდა იყვნენ მინიმუმ 9 წლის. აქ არის არაჩვეულებრივი ყვავილები და ხეები, ბილიკები და საპიკნიკე ადგილები. ეწყობა ტურები, რომლებზეც მოგემსახურებათ გიდი. ტელ.: 6975-947 248.

ტური ველოსიპედით მარათონას ტბის გარშემო. ეს არაჩვეულებრივი იდეაა კვირა დღის ექსკურსიისთვის.

არაჩვეულებრივი ტურები სათავგადასავლო პარკში – “Adventure Park”. ეს ადგილი თქვენ და თქვენს შვილებს ბევრ ადრენალინს მოგიტანთ. შეგიძლიათ თავი მშვილდოსნობაში გამოსცადოთ. ყველანაირი გართობა და ექსტრიმი უსაფრთხოა. ტელ.: 2295 098335.

ელევსინა – ზღვისპირა ქალაქი ათენიდან 20 წუთის სავალზე. ეს ვარიანტი იდეალურია მათთვის, ვინც არ იცის რა გააკეთოს კვირას, თუმცა, არ სურს ათენში დარჩენა. აქ შეგიძლიათ ეწვიოთ ადგილობრივ არქეოლოგიურ პარკს და უნახულოთ აფროდიტეს ტაძრის ნანგრევები. პარკი მუშაობს 08:30 საათიდან 15:00 საათამდე.

onalem

ტესტ