fbpx
ეკონომიკასაზოგადოება

ვინც საბერძნეთში ბინის ქირას იხდით – პლატფორმა, დახმარების მისაღებად, ამ კვირაში გაიხსნება

ოფიციალური ინფორმაციით, ონლაინ პლატფორმა, სადაც განაცხადი უნდა შეავსოთ, მომდევნო კვირაში გაიხსნება და მარტის ბოლომდე ღია იქნება. აღნიშნულ პლატფორმაზე უნდა მოითხოვოთ თანხა, რომელსაც საბერძნეთის მთავრობისგან ქირის გადასახდელად მიიღებთ.

ბენეფიციარები თვეში 70 ევროდან 210 ევრომდე მიიღებენ. ეს დამოკიდებულია მათ შემოსავალსა და საცხოვრებელ პირობებზე.

ერთ სულზე გაწერილია თვეში 70 ევრო.

ოჯახის ორ ზრდასრულ წევრზე გაწერილია თვეში 105 ევრო.

სამწევრიანი ოჯახისთვის ან ოჯახისთვის, სადაც მხოლოდ ერთი მშობელია და ერთი ბავშვი თვეში 140 ევრო.

ოთხწევრიანი ოჯახისთვის ან ოჯახისთვის, სადაც ერთი მშობელი და ორი ბავშვია 175 ევრო.

ოჯახისთვის, სადაც ერთი მშობელი და სამი ბავშვია, თვეში 210 ევრო.

განაცხადის შესავსებად, გირჩევთ, მიმართოთ პირად ბუღალტერს, ვინაიდან, დახმარების მიღების კრიტერიუმები ასევე განისაზღვრება თქვენი შემოსავლისა და საცხოვრებლის ტიპის მიხედვით.

onalem

ტესტ