fbpx
საზოგადოება

მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა

თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია 80 წლისა გარდაიცვალა. მიზეზი ავადმყოფობა გახდა. ინფორმაცია მსახიობის გარდაცვალების შესახებ მისი ოჯახის ახლობლებმა დაადასტურეს.

გურანდა გაბუნიას 20-მდე ქართულ ფილმში სხვადასხვა როლი აქვს შესრულებული. სხვადასხვა დროს ის მარჯანიშვილის, რუსთაველის და რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობი იყო.

გურანდა გაბუნია საქართველოს სახალხო არტისტი იყო. 1997 წელს ის ფოთის საპატიო მოქალაქე გახდა. მიღებული აქვს ღირსების ორდენი, იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.

გურანდა გაბუნია ცნობილი ქართველი მსახიობის – ოთარ მეღვინეთუხუცესის მეუღლე იყო.

onalem

ტესტ