fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ბერძენი მამაკაცი ექიმთან მივიდა და კაბინეტიდან საფულე მოპარა

მან ექიმს თავი პაციენტად წარმოუდგინა და გარკვეული ცნობის დამზადება სთხოვა. თუმცა, როდესაც მისი კაბინეტი დატოვა, ხელს ექიმის საფულეც გააყოლა, რომელშიც 400 ევრო იდო.

ინციდენტი როდოსზე მოხდა. დაკავებულია 35 წლის მამაკაცი, რომელსაც 6 თვიანი პატიმრობა ელის.

დაკავებული როდოსის ოფთალმოლოგიურ კლინიკაში ექიმის გაძარცვის მიზნით მივიდა. როცა მან ყურადღება გადაიტანა, საფულე აიღო, სადაც თანხასთან ერთად, ექიმს გარკვეული საბუთებიც ედო.

როგორც კი მამაკაცმა ოთახი დატოვა, ექიმმა დანაკარგი გააცნობიერა და მაშინვე პოლიციას მიმართა.

ოფიცრებმა საფულე თანხის გარეშე აღმოუჩინეს. აღსანიშნავია, რომ ის იქამდეც რამდენიმეჯერ იყო დაკავებული მსგავსი ბრალდებებით.

onalem

ტესტ