fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: გარდაცვლილის ოჯახი დამკრძალავ ბიუროს სასამართლოში უჩივის

ფთიოტიდაში, კერძოდ, მაკრაკომში 68 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მისმა ოჯახმა ერთ-ერთ დამკრძალავ ბიუროს მიმართა, რათა მამაკაცისთვის საჭირო პროცედურები ჩაეტარებინათ და შესაბამისი ტანსაცმელიც მიუტანეს.

დაკრძალვა დღის 12:00 საათისთვის იყო დაგეგმილი. ნახევარი საათით ადრე გარდაცვლილის ქალიშვილს უთხრეს, რომ სასახლის გახსნა სხეულის მდგომარეობის გამო შეუძლებელი იყო. როგორც შემდეგ მან პოლიციას უამბო, ის დათანხმდა, რომ კუბო არ გაეხსნათ, თუმცა, საკუთარი მამის ნახვა უკანასკნელად მაინც უნდოდა.

დაკრძალვისას, როდესაც მღვდელი ცერემონიას ასრულებდა, იქ მყოფმა ხალხმა შენიშნა, რომ გარდაცვლილს ტანსაცმელი არ ეცვა და მხოლოდ პატარა ზეწარი ჰქონდა გადაფარებული. ოჯახმა ახსნა-განმარტებისთვის მაშინვე დამკრძალავ ბიუროში დარეკა. გარდა ამ ყველაფრისა, 68 წლის მამაკაცის ცხედარს სეფსისი აღენიშნებოდა, რაც ერთი დღისთვის ძალიან ნაადრევი იყო. დამკრძალავმა ბიურომ არ შეასრულა საკუთარი მოვალეობა და არ მოუარა გარდაცვლილის, როგორც ეს მათ მომსახურებაში შედიოდა.

ოჯახი დამკრძალავ ბიუროს სასამართლოში უჩივის.

onalem

ტესტ