პოლიციაში მივიდა, თუმცა, სასამართლოში თავად აღმოჩნდა – რას ედავებიან ვერტის?!

ცნობილი ბერძენი მომღერალი, ნიკოს ვერტი, საკუთარ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა, მას ადვოკატი წარმოადგენდა. რას ეხება ვერტის და სასამართლოს დავა?!

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 2017 წელს მომხდარ ძარცვაზე, როდესაც მომღერალს გლიფადიდან ძვირადღირებული მანქანა მოპარეს. მან მაშინვე პოლიციაში განაცხადა, მაგრამ საკუთარი საჩივარი თავის ტკივილად ექცა.

აღმოჩნდა, რომ მანქანში იდო ცეცხლსასროლი იარაღი და ამ დროის მანძილზე პოლიცია იძიებდა, ჰქონდა თუ არა ვერტის მისი კანონიერი ტარების უფლება. ამის გამო დაინიშნა სასამართლო პროცესები, სადაც მას საკუთარი სიმართლის მტკიცება მოუწია.

მისი ადვოკატი აცხადებდა, რომ ვერტის იარაღის ტარების ოფიციალური ლიცენზია ჰქონდა.

საბოლოოდ მომღერალი მტკიცებულებების ნაკლებობის გამო გათავისუფლებულია, მაგრამ დაინიშნა მომდევნო პროცესიც.

melano

ტესტ