fbpx
საზოგადოება

ხანძარი ომონიაზე მდებარე სასტუმროში – საჭირო გახდა ხალხის ევაკუაცია

რამდენიმე საათის წინ ომონიაზე მდებარე სასტუმროში ცეცხლი გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მე-7 სართულზე ერთ-ერთ ნომერში გაჩნდა.

ადგილზე სახანძრო ბრიგადა სწრაფად მობილიზდა და დადგინდა, რომ ვითარება მძიმე არ იყო, თუმცა, უსაფრთხოების ზომების გამო, ზედა სართულებიდან ხალხის სრული ევაკუაცია გახდა საჭირო.

მეხანძრეებმა ცეცხლი ზედმეტი პრობლემების გარეშე ჩააქრეს.

მიმდინარეობს გამოძიება ხანძრის გაჩენის მიზეზებთან დაკავშირებით.

onalem

ტესტ