fbpx
კრიმინალი

კვიპროსზე ჰომოსექსუალმა წყვილმა დამლაგებელი ქალის დახმარებით ჩვილი ბავშვი იყიდა

ამბავი, რომლის შესახებაც ბერძნული მედია იუწყება, კვიპროსზე მოხდა. კუნძულოვან ქვეყანაში მცხოვრებმა ბერძენ-კვიპროსელმა წყვილმა (უფრო კონკრეტულად კი ერთ-ერთი მამაკაცი ბერძენ-კვიპროსელია, ხოლო მეორე თურქული წარმომავლობის) ბავშვის ყიდვა გადაწყვიტა, რაშიც მათი მშობლების სახლში მომუშავე დამლაგებელი ქალი დაეხმარა. ის საკუთარ ქვეყანაში წავიდა და ახალშობილით ხელში დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ ეს ერთსქესიანთა წყვილია.

როგორ მოხდა ეს ყველაფერი?!

ამ დროისთვის დაპატიმრებულია 47 წლის ფილიპინელი ქალი, რომელიც წყვილს ბავშვის ყიდვაში დაეხმარა. წყვილი 2015 წელს ახალ ზელანდიაში დაქორწინდა და კვიპროსზე ცხოვრობდნენ. რამდენიმე ხნის წინ მათ ბავშვის აყვანა გადაწყვიტეს და დამლაგებელმა, რომელიც ბერძენ-კვიპროსელი მამაკაცის მშობლების სახლში მუშაობდა, დახმარება შესთავაზა.

ის საკუთარ ქვეყანაში წავიდა, იპოვა ფეხმძიმე ქალი და დაარწმუნა, რომ შვილი გაეყიდა. ჰომოსექსუალმა წყვილმა ქალს ფული მშობიარობამდე გაუგზავნა და ასევე 47 წლის ფილიპინელიც უზრუნველყო. დაბადების შემდეგ მან ბავშვი ყალბი საბუთებით კვიპროსში ჩაიყვანა და თავს მის დედად ასაღებდა.

ფილიპინელი დამლაგებელი კვიპროსის პროკურატურაშია გადაყვანილი. მისი განცხადებით, წარმოდგენა არ აქვს თუ სად იმყოფება ამ დროისთვის მამაკაცთა წყვილი.

საერთაშორისო დაპატიმრების ორდერი გაიცა ორივე მამაკაცის წინააღმდეგაც.

უცნობია, თუ რა თანხა გადაიხადეს მათ ჩვილში.

 

onalem

ტესტ