fbpx
საზოგადოება

ბერძნებს ემიგრანტების არა, მაგრამ თავად ბერძნების ემიგრაციის ეშინიათ!

გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს მიერ ჩატარებული საგარეო ურთიერთობათა კვლევის შედეგები, რომელიც აჩვენებს, თუ რა აშფოთებთ ბერძნებს ყველაზე მეტად. წარმოადგენს თუ არა მათთვის ერთგვარ საფრთხეს ქვეყანაში შემოსული მილიონობით ემიგრანტი.

აღმოჩნდა, რომ ბერძნების უმრავლესობა მნიშვნელოვან პრობლემას ხედავს არა იმიგრირებულ უცხოელებში, არამედ თავად ბერძნების ემიგრაციაში. რას გულისხმობს ეს?!

ბოლო წლებში, ეკონომიკური კრიზისის ფონზე საბერძნეთი დატოვეს უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პირებმა, რასაც “Brain Drain” ანუ “ტვინების გადინება” ეწოდება. ეს ბერძნებისთვის უდიდესი პრობლემა აღმოჩნდა. ისინი წუხან, რომ თავიანთ სამშობლოს აკლდებიან პროფესიონალები, რომლებიც სხვა ქვეყნებში: გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში და ამერიკაში, ბევრად უკეთეს პირობებში, უკეთეს ხელფასებზე მუშაობენ.

ბერძნების 50% ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გარკვეული ზომები და ქვეყნიდან “ტვინების გადინების” პროცესი შეაჩეროს.

თუმცა, საბერძნეთში მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ უკანონო იმიგრაციაც არანაკლებ სერიოზული პრობლემაა.

ქვეყნების სიაში, სადაც განსაკუთრებით სურთ, რომ მოქალაქეებმა საკუთარი ქვეყანა არ დატოვონ ლიდერობს ესპანეთი, რომელსაც მოსდევს საბერძნეთი და შემდეგ იტალია:

onalem

ტესტ