fbpx
საზოგადოება

ტრაგედია კიფსელზე: ბინაში 1 კვირის წინ გარდაცვლილი ცოლ-ქმარი იპოვეს

კიფსელზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ Protothema.gr იუწყება. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი ბინიდან მძაფრი უსიამოვნო სუნი გამოდიოდა, რის გამოც მეზობლებმა სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს. როდესაც ოფიცრები სახლში შევიდნენ, მძიმე სურათის წინაშე დადგნენ.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, დაღუპულია მოხუცი ცოლ-ქმარი, მამაკაცი სააბაზანოში იპოვეს, ხოლო ქალბატონი საძინებელში. სამედიცინო ექსპერტი, გეორგიოს დილერნია აცხადებს, რომ პირველადი დასკვნების მიხედვით, მათი გარდაცვალება პათოლოგიურ მიზეზებს უკავშირდება და არა ძალადობრივ ქმედებებს.

როგორც ჩანს, მამაკაცი ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა, ხოლო ქალბატონი, რომელსაც საკუთარი თავის მოვლა არ შეეძლო, უმწეო მდგომარეობაში, ქმრის გარდაცვალებიდან 24 საათში დაიღუპა. დადგინდა, რომ ქალს აღენიშნებოდა გაუწყლოება, სახლში არ მუშაობდა არც კონდენციონერი.

მოხუცები გუშინ შუადღეს იპოვეს, ხოლო ექსპერტიზის პირველადი დასკვნით, 7-8 დღის გარდაცვლილები არიან.

onalem

ტესტ