fbpx
საზოგადოება

წვიმა, ჭექა-ქუხილი და თოვლი საბერძნეთში მომდევნო სამი დღის მანძილზე

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში მომდევნო სამი დღის მანძილზე კვლავ ცუდი ამინდი შენარჩუნდება. მოსალოდნელია წვიმა, ჭექა-ქუხილი და თოვლი მთიან რეგიონებში.

უფრო კონკრეტულად, ითოვებს ეპირუსსა და სტერეაში, ასევე, თესალიაში შუადღის შემდეგ.

მოღრუბლულობა და პერიოდული წვიმაა ნავარაუდევი იონიისა და ეგეოსის ზღვაზე,

ტემპერატურა დასავლეთ მაკედონიაში -9-დან 2 გრადუსამდე იმერყევებს, დანარჩენ ნაწილში კი -3-დან 5 გრადუსამდე.

თრაკი 3-დან 11 გრადუსამდე.

ეგეოსის ზღვის კუნძულებზე 11-დან 16 გრადუსამდე, კრეტაზე 7-დან 17 გრადუსამდე.

ატიკის რეგიონში (ასევე ათენში) მოსალოდნელია პერიოდული წვიმები, ტემპერატურა 10-დან 12 გრადუსამდე.

თესალონიკში -1-დან 4 გრადუსამდე.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, აღნიშნული ამინდი სამ დღეს გასტანს.

onalem

ტესტ