fbpx
საზოგადოება

სკანდალი საბერძნეთში: Big Brother-ის მონაწილეს, სტივ მილატოს ბრიტანელი ტურისტი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

ბერძნულ შოუბიზნესში ბომბივით გასკდა ამბავი საჩივრის შესახებ, რომელიც მოდელისა და ცნობილი რეალითი შოუს, Big Brother-ის მონაწილის, სტივ მილატოს წინააღმდეგ არის შეტანილი. სარჩელი 21 წლის ბრიტანელმა ქალმა შეიტანა,  რომელიც საბერძნეთში, კერძოდ, კუნძულ როდოსზე იმყოფება.

მისი თქმით, 23 მაისს, საღამოს 19:00 საათზე, მეგობარ გოგონასთან ერთად ლინდოსში დაბადების დღის აღსანიშნავად წავიდა. ისინი სხვადასხვა ბარებში იყვნენ, ბოლოს კი, შუაღამეს, ერთ-ერთ ცნობილ კლუბში აღმოჩნდნენ. იქ, მისთვის უცნობმა მამაკაცმა (მილატომ) მათი შეწუხება დაიწყო და ამავე დროს, კიდევ სხვა კლუბში ეპატიჟებოდა. როგორც ახალგაზრდა ქალი ამბობს, მამაკაცისგან (სტივ მილატოსგან), განხორციელდა ზეწოლა და ვინაიდან ნასვამ მდგომარეობაში იყო, გაჰყვა მას.

მისი ჩვენების მიხედვით, მილატოსთან ერთად ერთ-ერთ გზაზე აღმოჩნდა, სადაც არავინ იყო და მამაკაცმა მასზე სექსუალურად იძალადა. ქალი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ვინაიდან ნასვამი იყო, ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა.

რაც შეეხება თავად მოდელის განცხადებას აღნიშნულთან დაკავშირებით, მისი მტკიცებით, სექსუალური აქტი ორივეს სურვილის შესაბამისად მოხდა და ეს არ ყოფილა ძალადობა.

 

onalem

ტესტ