fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

პირეა: 1 თვიანი პატიმრობა ქალს, რომლის 5 წლის შვილიც წყალში ჩავარდა და კინაღამ დაიხრჩო

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა ქალი, რომლის 5 წლის შვილიც გუშინ პირეას პორტში წყალში ჩავარდა და რამდენიმე წამიც რომ ამ მდგომარეობაში გაჩერებულიყო, დაიხრჩობოდა.

ამავე წყაროებზე დაყრდნობით, 5 წლის გოგონა თოკებთან სათამაშოდ მივიდა, დედის ყურადღების მიღმა აღმოჩნდა და წყალში გადავარდა, მან ცურვა არ იცის. ბავშვი პანიკაში ჩავარდა და ხელების ქნევა დაიწყო. ეს ყველაფერი დაინახა იქ მდგომი გემის კაპიტანმა, რომელიც გასამგზავრებლად ემზადებოდა და მაშინვე სანაპირო დაცვას შეატყობინა.

“ბავშვი ზღვაში დავინახე, მაგრამ საკმაოდ შორს ვიყავი. შემდეგ ნელ-ნელა ჩაძირვა დაიწყო და მხოლოდ ხელები ჩანდა. მზად ვიყავი გემიდან გადავმხტარიყავი და სამაშველო ჟილეტის ჩაცმა დავიწყე, მაგრამ ამავე დროს შევატყობინე სანაპირო დაცვას, რადგან შორს ვიყავი და არ ვიცოდი რამდენი ხანი დამჭირდებოდა მისაცურად. არ მეგონა, რომ ცოცხალი იყო,” ამბობს კაპიტანი.

ბავშვი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს, როგორც ექიმები ამბობენ, რამდენიმე წამიც რომ დაეგვიანებინათ, ვერ გადარჩებოდა.

მედია იუწყება, რომ მას კიდევ 7 დედმამიშვილი ჰყავს, ოჯახი ქუჩაში ცხოვრობს, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე. დედა პოლიციამ დააკავა, არასრულწლოვნის მიმართ გულგრილობის ფონზე მისი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ბრალდებით, ის ციხეში 1 თვეს გაატარებს, თუმცა, 3 წლიანი პირობითი სასჯელი აქვს შეფარდებული, რადგან სასამართლომ მისი ახსნა-განმარტებები არ გაითვალისწინა.

onalem

ტესტ