fbpx
საბერძნეთი

სანტორინზე მდიდრული ვილის თანამშრომლები ჩხუბისას 2,5 მეტრის სიმაღლიდან გადმოცვივდნენ – გარდაიცვალა ერთი მათგანი

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სანტორინზე, ერთ-ერთ მდიდრულ ვილაში მოხდა. იქ მომუშავე თანამშრომლები, ერთი ბერძენი და ერთი უკრაინელი, ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, ხოლო შემდეგ ფიზიკურად და საბოლოოდ, 2,5 მეტრის სიმაღლიდან გადმოცვივდნენ.

საქმის მასალების მიხედვით, ბერძენი მსუბუქად დაშავდა, ხოლო უკრაინელი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ჩხუბის მიზეზად თავად ბერძენის საქციელი სახელდება, რომელიც, სავარაუდოდ, უპატივცემულოდ ექცეოდა სხვა თანამშრომლებს, რასაც უკრაინელის მხრიდან რეაგირება მოჰყვა და მათი შეკამათება საბოლოოდ ტრაგედიით დასრულდა.

პოლიციის ცნობით, ბერძენი მამაკაცი დაკავებულია და მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა.

onalem

ტესტ