fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ტრაგედია კრეტაზე: მამაკაცმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ ავარიაში შვილი და მეუღლე დაკარგა

კრეტაზე რამდენიმე ხნის წინ მომხდარმა საზარელმა ავარიამ მთელი საბერძნეთი შეძრა. გარდაიცვალა ახალგაზრდა წყვილი და გოგონას დედა. მამა კი ამ დრომდე ΠΑΓΝΗ-ის აავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება, თუმცა, არ იცის, რომ მისი შვილი და ცოლი გარდაცვლილები არიან.

47 წლის მამაკაცს ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან მალე გაწერენ, ის გარემოსთან უკვე კონტაქტობს და ყველა რთული ოპერაცია წარმატებით არის დასრულებული, მაგრამ ყველაზე მძიმე მომენტები ჯერ კიდევ წინ არის. ოჯახის წევრებს მოუწევთ გაუმხილონ, რომ მისი ცოლი, დესპინა და ქალიშვილი, მერი, საბედისწერო ავარიას შეეწირნენ.

ექიმები ამბობენ, რომ ამ ამბის შესახებ იმიტომ არ უთხრეს, რომ მის 100%-ით გამოჯანმრთელებას ელიან. მათ გარდა მამაკაცთან იმუშავებენ ფსიქოლოგებიც.

გარდაცვლილი წყვილი

onalem

ტესტ