fbpx
საზოგადოება

“რაინერი ჩემთან არის და ბედნიერია” – 6 წლის ბიჭის მამა ნორვეგიიდან მის ფოტოს ავრცელებს

6 წლის რაინერ ჯეისონ პენტერსენის მამა ნორვეგიიდან მის ფოტოს ავრცელებს და აცხადებს, რომ ბავშვი მასთან არის, თავიანთ სახლში, ბიძაშვილებთან ერთად თამაშობს და ძალიან ბედნიერია.

“დედამისს შეუძლია ნახოს ბიჭი, როცა უნდა,” ამბობს ნორვეგიელი მამაკაცის ადვოკატი და დასძენს, რომ მის კლიენტს ბერძენ ქალბატონთან დავის გაგრძელება არ სურს.

“ბავშვი ნორვეგიაშია, სახლში დაბრუნდა და დაუბრუნდა თავის ნათესავებსა და საბავშვო ბაღს ორი წლის შემდეგ. ის აუცილებლად გაივლის სამედიცინო შემოწმებას და თუ დადგინდება, რომ საბერძნეთიდან მისი წამოყვანის დროს დაშავდა, ჩაუტარდება შესაბამისი მკურნალობა,”ამბობს ადვოკატი.

მეორეს მხრივ, რაინერის ბებია აღწერს მისი გაცატების მომენტს, თუ როგორ წაიყვანეს ბიჭი კიფისიაში მდებარე სახლიდან, როცა მასთან ერთად იმყოფებოდა:

“თამაშობდა და დასაძინებლად ვემზადებოდით. უცებ კარისკენ გაიქცა და ყვიროდა: “დედა მოვიდა”. კარი გააღო და სწორედ იმ დროს, შენიღბული მამაკაცი შემოვარდა, რომელმაც ბავშვი აიტაცა და ფურგონისკენ გაიქცა, მეც გავეკიდე, როცა მივხვდი, რომ ბავშვს მპარავდნენ, მაგრამ ვერ მოვასწარი, წაიყვანეს და თეთრი ფურგონით წავიდნენ.”

onalem

ტესტ