fbpx
საზოგადოება

“ერთად ვართ, მაგრამ თავისუფლებას არ ვკარგავთ, ზეწოლა არც მე და არც პარის არ შეგვიძლია” – თამთა

თამთამ ჟურნალ Down Town-თან ბოლოს მიცემულ ინტერვიუში საკმაოდ ვრცლად ისაუბრა თავის პირად ცხოვრებაზე და მეორე ნახევარზე.

– როდესაც ამდენი წელია ადამიანთან ერთად ხარ, მაინც გარკვეულწილად არ მიდიხარ სტერეოტიპების წინააღმდეგ? იმის გამო, რომ ქორწინებაში არ იმყოფებით?!

ეს საკითხი ჩემთვის საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი. ქორწინება ბევრს არაფერს ნიშნავს. საქორწინო კაბა ცხოვრებაში ერთხელ უკვე მეცვა, როცა პატარა ვიყავი. თუმცა, ეს ჩემი ოცნება არასოდეს ყოფილა, უბრალოდ არ არის ჩემი სტილი.

– თუ პარი გთხოვდა, რომ ცოლად გაჰყოლოდი, უარს ეტყოდი?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია. ჩემი მხრიდან სულელური იქნება, რადგან ცხოვრება ძალიან არაპროგნოზირებადია. არასოდეს იცი, რა შეიძლება მოიტანოს. ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ამ საკითხს არ განვიხილავთ ერთმანეთთან. რაც იქნება, ვნახავთ!

– ტრადიციული შეკითხვაა, მაგრამ რა არის ის, რაც ურთიერთობის შენარჩუნებაში გეხმარებათ?

ტრადიციულად გიპასუხებ: სიყვარული, გაგება და პატივისცემა, მაგრამ არის კიდევ ერთი რამ. არც ერთ შემთხვევაში მე და პარის არ შეგვიძლია ზეწოლის ატანა. ერთად ვართ, მაგრამ დედამიწაზე არანაირი მიზეზის გამო არ ვკარგავთ თავისუფლებას. რა თქმა უნდა, ურთიერთობაში კომპრომისზე მიდიხარ, მაგრამ მე და პარი ერთმანეთს არ ვეკითხებით, სად წავალთ და რას გავაკეთებთ. ასეთი დისკუსია ჩვენს შორის არ იმართება. ორივე იმას ვაკეთებთ, რაც გვსიამოვნებს, როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე.

– როდესაც პარის შესახებ გეკითხებიან, თავს უხერხულად გრძნობ?

არ მოვიტყუები. დიახ, თავს საკმაოდ უხერხულად ვგრძნობ. არ არის ჩემი საყვარელი თემა. უბრალოდ არაკომფორტულად ვგრძნობ თავს პირადზე საუბრისას, ზღაპრებს არ მოვყვები, მაგრამ არ დავჯდები, რომ ჩემი პირადი გავაანალიზო საჯაროდ.

onalem

ტესტ