fbpx
საბერძნეთი

აკრძალვები ხვალიდანვე საბერძნეთში! ჯანდაცვის მინისტრის ოფიციალური განცხადებები

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, თანოს პლევრიმ, ზომების შესახებ დააანონსა, რომლებიც ქვეყანაში ხვალ 06:00 საათიდან ამოქმედდება. დღეს 28.828 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა, რაც უკიდურესად დიდი რიცხვია.

კერძოდ, ხვალიდან:

1. სარესტორნო სფეროს დაწესებულებები იმუშავებენ მხოლოდ ღამის 12 საათამდე.

2. იკრძალება მუსიკა და კლიენტების ფეხზე მდგომ მდგომარეობაში მომსახურება. დასაშვები იქნება მხოლოდ მაგიდებთან ჯდომა, მაქსიმუმ 6 ადამიანი ერთად.

3. 31 დეკემბრის ღამეს რესტორნები, კაფე-ბარები, ღამის კლუბები ღია იქნება 02:00 საათამდე, მაგრამ აკრძალულია მუსიკა და შესაბამისად, ცეკვაც.

4. კატეგორიულად იკრძალება წვეულების მოწყობა კერძო ან საჯარო სივრცეში.

რაც შეეხება დანარჩენ ზომებს, ყველა ის შეზღუდვა, რომელიც 3 იანვარს უნდა ამოქმედებულიყო, ძალაში ხვალ დილიდან შევა:

საჯარო ტრანსპორტის, სარესტორნო სფეროს და სუპერმარკეტების თანამშრომლებს მოეთხოვებათ ატარონ ორმაგი პირბადე ან KN95 ტიპის პირბადე.

სტადიონებზე დაიშვება მაყურებელთა მხოლოდ 10%.

მოხუცთა მოსავლელ ცენტრებში ვიზიტი დასაშვები იქნება 48 საათიანი PCR ტესტით, საავადმყოფოებში კი, აკრძალულია ვიზიტორთა მიღება.

საჯარო და კერძო სექტორში დისტანციურ მუშაობაზე გადავა თანამშრომელთა 50%, ასევე იმოქმედებს მოძრავი/ცვალებადი გრაფიკი.

ყველა აღნიშნული ზომა ძალაში იქნება 16 იანვრამდე, მთავრობა კი, ექსპერტებთან ერთად, ეტაპობრივად შეაფასებს მოვლენების განვითარებას.

onalem

ტესტ