fbpx
საბერძნეთი

“დაურეკეს, სახლიდან გავიდა, ტაქსიში ჩაჯდა და უკვალოდ გაქრა” – საბერძნეთში 18 წლის გოგოს ეძებენ

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში, კერძოდ, სერესში 18 წლის პეტრულა პალაზის ეძებენ, რომელიც 29 აგვისტოს გაუჩინარდა და მას შემდეგ მისი კვალი არ ჩანს. ოჯახი ვერ ასახელებს მიზეზს, რომლის გამოც გოგონა შეიძლებოდა სახლიდან წასულიყო ისე, რომ არავისთვის არაფერი შეეტყობინებინა, მითუმეტეს სამი დღის მანძილზე მათ არ დაკავშირებოდა.

ძებნის პროცესში უკვე არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთვნენ და გავრცელდა ფოტო, თუ როგორ გამოიყურება გაუჩინარებული გოგონა. მისი დედა ამბობს, რომ 29 აგვისტოს, დაახლოებით 14:00 საათზე, სახლში იმყოფებოდა: “სახლში ვიყავით, რაღაც მომენტში მითხრა, რომ ეზოში გავიდოდა, რომ ტელეფონზე ელაპარაკა, მე კი ვუთხარი, რომ ბარემ ბებიისთვისაც შეევლო თვალი და ენახა, როგორ იყო. ქვემოთ ჩავიდა, ბებია მართლაც ნახა, მაგრამ შემდეგ სახლი დატოვა, ტაქსიში ჩაჯდა და გაუჩინარდა. როგორც კამერებიდან ჩანს, ტაქსში მძღოლის გარდა მეორე მამაკაციც იმყოფებოდა, ვვარაუდობთ, რომ მისი ასაკი 30-35 წლამდეა, შემდეგ ეს ტაქსი ავტობუსების (ΚΤΕΛ) სადგურში წავიდა, თესალონიკში, სადაც როგორც ტაქსის მძღოლი ამბობს, ორივე დატოვა. ყველაზე უცნაური ის არის, რომ მამაკაცის ჩვენების მიხედვით, მათ მთელი გზა ხმა არ ამოუღიათ და ერთმანეთში არ ულაპარაკიათ. ამიტომ უცნობია, იცნობდნენ თუ არა ერთმანეთს,” ამბობს გოგონას დედა.

ქალი იმასაც დასძენს, რომ ტაქსის მძღოლი დარწმუნებული არ არის, რომ გოგონა, რომელიც მანქანაში ჩაუჯდა, ნამდვილად პეტრულა იყო, რადგან მის უკან იჯდა და არ დაკვირვებია. არც მისმა მეგობრებმა იციან, თუ სად შეიძლება წასულიყო, რადგან არავის ეკონტაქტება.

ოჯახი სასოწარკვეთილია და საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვს, თუკი ფოტოზე ასახული გოგონა სადმე შეხვდებათ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ პოლიციას.

onalem

ტესტ