fbpx
საბერძნეთი

ამინდის საგანგებო პროგნოზი – წვიმა მომავალი კვირიდან თითქმის მთელ საბერძნეთში, ევროსის გარდა, რომელიც იწვის

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მომდევნო კვირიდან საბერძნეთის უმეტეს ტერიტორიაზე ამინდი უარესდება და უხვი ნალექი გველის. იწვიმებს თითქმის მთელ ქვეყანაში, მაგრამ რაც უნდა გასაკვირი იყოს, წვიმა არ არის მოსალოდნელი მხოლოდ ევროსის ტერიტორიაზე, იქ, სადაც ევროპის ყველაზე დიდი ხანძარი უკვე მე-14 დღეა მძვინვარებს და ყველაზე მეტად არის საჭირო ნალექიანი ამინდი.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, შაბათ-კვირას გაძლიერდება ქარი 7 ბალამდე, ხოლო მომდევნო კვირიდან ფენომენი ეგეოსისა და იონიის ზღვებსაც მოიცავს. რაც შეეხება კონკრეტულად ტემპერატურას, მნიშვნელოვანი კლება მოსალოდნელი არ არის, უქმეებზე სეზონთან შედარებით საკმაოდ ეთბილება, თუმცა, ტემპერატურის ვარდნა დაფიქსირდება უკვე ორშაბათიდან .

ამინდი გაუარესდება დასავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ საბერძნეთში და ფენომენი შენარჩუნდება 7 სექტემბრამდე მაინც.

“შემდეგი კვირა საბერძნეთის უმეტეს ტერიტორიაზე მოგვაგონებს ოქტომბერ-ნოემბერს, გვექნება უხვი ნალექი, წვიმის სახით და იმდენად დიდი რაოდენობის, რომ შესაძლოა ზოგან წყალდიდობის წინაშეც კი დავდგეთ. ტემპერატურა დაიკლებს. უამინდობის ეს ტალღა ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან იწყება და დასასრული ექნება იონიის სამხრეთ ნაწილში,” აცხადებს კლეარხოს მარუსაკი.

onalem

ტესტ