fbpx
საბერძნეთი

“ოქროს ვიზა” საბერძნეთში – ქონების შეძენით ბინადრობის ნებართვის მიღების ფინანსური ზღვარი 800.000 ევრომდე იზრდება

საბერძნეთში საბინაო კრიზისი საკმაოდ ძლიერია და მოსახლეობის ჯიბეზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ოპოზიცია განსაკუთრებულად კრიტიკულად უდგება ამ საკითხს და პარლამენტში ΠΑΣΟΚ-ის პრეზიდენტის, ნიკოს ანდრულაკის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ როგორ აპირებს მთავრობა ამ პრობლემასთან ბრძოლას, მიცოტაკი შემდეგნაირად პასუხობს:

“ჩვენ მივიღეთ რამდენიმე ზომა, რომელიც მიმართულია საბინაო კრიზისის წინააღმდეგ, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ფაქტი, რომ ვინც სამზე მეტ ბინას გლობს, უკვე ეკისრება ის ვალდებულებები, რომლებიც აკისრიათ ხალხს იმ შემთხვევებში, როცა ფლობენ გარკვეულ ბიზნესს. მეორეს მხრივ, ჩვენ გავზარდეთ ფინანსური ლიმიტი “ოქროს ვიზის” მისაღებად და გახდა ნახევარი მილიონი ევრო კონკრეტულ ტერიტორიებზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე დაფიქსირებული ყიდვა-გაყიდვის მონაცემებში ჩანს, რომ ბინების მხოლოდ 7% შეიძინეს საბერძეთში ბინადრობის ნებართვის მიღების მიზნით, მთავრობა გეგმავს, რომ ფინანსური ლიმიტი კიდევ უფრო გაზარდოს და მაჩვენებელმა მიაღწიოს 800.000 ევროს, მაგრამ არა ათენში, არამედ კუნძულებზე. 

ატიკის რეგიონში უბნები სწორად არის დანაწილებული და არ იქნება მართებული ლიმიტის ზრდა მათაც შეეხოთ, ორიენტაცია იქნება მხოლოდ კუნძულებზე. პარალელურად, კიდევ უნდა განვიხილოთ, გვსურს, თუ არა რომ დავტოვოთ 250.000 ევროს ლიმიტი კონკრეტულ უბნებზე, ასევე, ვემხრობი მოსაზრებას, რომ ვინც ფლობს ქონებას საბერძნეთში და აქვს ბინადრობის ნებართვა ამის ფონზე, უნდა ჰქონდეს ვალდებულება, გააქირავოს ის გრძელი ვადით, თუკი, ხადია მუდმივად არ ცხოვრობს აღნიშნულ ბინაში,” აცხადებს მიცოტაკი.

 

onalem

ტესტ