fbpx
საბერძნეთი

ამინდის 48 საათიანი “ექსპრეს” გაუარესება საბერძნეთში – წვიმა, მაგრამ სეზონისთვის მაღალი ტემპერატურა საბერძნეთში

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში ამინდის სწარაფი და ხანმოკლე გაუარესება გველის. როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, მზიანი ამინდი ხვალაც შენარჩუნდება და კვირა დღიდან ნალექი გველის.

წვიმა და ტემპერატურის უმნიშვნელო ვარდნა შეეხება ძირითადად დასავლეთ საბერძნეთს, იწვიმებს ატიკის რეგიონშიც, მაგრამ ფენომენი ინტენსიური არ იქნება.

სინოპტიკოსების განცხადებით, ტემპერატურა სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალია და ასე შენარჩუნდება ხვალინდელ დღემდე, მაგრამ მიუხედავად მოსალოდენლი წვიმებისა, რადიკალური ვარდნა არ არის ნავარაუდევი. შესაძლოა, რომ თუ დღეს 20-22 გრადუსი ფიქსირდება, კვირასა და ორშაბათს დაფიქსირდეს 17 გრადუსამდე, რაც ასევე უჩვეულოა თებერვლისთვის ზოგადად.

კვირას ამინდი შეიცვლება ძირითადად დასავლეთ და ცენტრალურ საბერძნეთში, ნალექი მოსალოდნელია ჩრდილოეთითაც. ზღვის ტერიტორიაზე გაძლიერდება ქარი, 7-8 ბალამდე.

ათენში სინოპტიკოსები მკვეთრს ცვლილებებს არ გვპირდებიან, თუმცა, როგორც ჩანს, ნალექი გვექნება ორშაბათს გამთენიისას.

onalem

ტესტ