fbpx
საბერძნეთი

“უკვე სამი ბავშვი დავკარგეთ, ყოველ კვირას რეანიმაციაში 1 ბავშვი ხვდება” – თეოდოროს ვასილაკოპულოს

პროფესორმა, თეოდოროს ვასილაკოპულომ, ტელეკომპანია Mega-სთან საუბრისას დიდი შეშფოთება გამოთქვა ბავშვების ინფიცირებასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი ვაქცინაცია, ვინაიდან 13 სექტემბერს უკვე საკლასო ოთახების კარი გაიღება.

“საუკეთესო გზა, რომ ჩვენი შვილები სკოლებში დავიცვათ, არის მათი ვაქცინაცია. მოიშორეთ გვერდითი მოვლენების შიშები, კორონავირუსით ინფიცირებულს ბავშვებს მეტი პრობლემა აქვთ, ვიდრე ვაქცინირებულებს.

გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს მილიონში მხოლოდ 10-12 შემთხვევაში. კორონავირუსი მნიშვნელოვნად ზრდის სხვადასხვა ანთებითი დაავადებების, მიოკარდიტის და კონცენტრაციის უნარის დაქვეითების რისკებს. ეს ვირუსი გადადის ჩვენს ნერვულ სისტემაში და უკვე ბევრი ბავშვია, რომლებსაც უჭირთ სწავლაზე ფოკუსირება და ამ პროცესისთვის ფეხის აწყობა.

ჩვენ კორონავირუსით უკვე სამი პატარა დავკარგეთ. თითქმის ყოველ კვირას 1 ბავშვი შედის რეანიმაციულ განყოფილებაში. 12 წელს ზემოთ მოზარდები უნდა აიცრან უპირობოდ, ახლავე, ხოლო 5-დან 12 წლამდე ბავშვების Pfizer-ით აცრაზე კვლევის შედეგები სექტემბრის თვეშია მოსალოდნელი,” განაცხადა პროფესორმა.

onalem

ტესტ