fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში 15-დან 29 წლამდე ახალგაზრდების 48%-ს სახლში საკუთარი ოთახი არ აქვს

ევროპის მასშტაბით ჩატარებული კვლევის მიხედვით, 15-დან 29 წლამდე ახალგაზრდების 26% სივიწროვეში ცხოვრობს და საკუთარი პირადი სივრცე არ გააჩნია. აღნიშნული მაჩვენებელი არის ზოგადი და ეხება მთელ ევროკავშირს, თუმცა, საინტერესოა, თუ რომელი ადგილი უკავია, ამ მხრივ, საბერძნეთს.

Eurostat-ის მიხედვით, საბერძნეთი ერთ-ერთი ლიდერია და უკავია მე-4 ადგილი, რუმინეთის (60%), ბულგარეთის (57%) და ლატვიის (54%)-ის შემდეგ, საბერძნეთის მაჩვენებელი არის 48%, შესაბამისად, კვლევაში მონაწილე ახალაგზრდების 48%-ს სახლში საკუთარი ოთახი და პირადი სივრცე არ აქვს.

ყველაზე დაბალ მაჩვენებელს აფიქსირებს კვიპროსი და მალტა, ორივეს 4% აქვს, შემდეგ მოდის ირლანდია, 5%-ით და ჰოლანდია და ბელგია, 8%-8%-ით.

შეუძლებელია არ აღინიშნოს ამ მონაცემების უკან მდგომი ფაქტორი, რომელიც შეეხება ბინის ქირავნობის საფასურს, ვინაიდან ხელმისაწვდომი ფასის მქონე ბინები ნამდვილად არ გამოირჩევიან დიდი ფართობით.

onalem

ტესტ