fbpx
საბერძნეთი

“არ ვიცით, იყო თუ არა ეს ძირითადი მიწისძვრა” – რას ამბობენ სეისმოლოგები გუშინდელ მიწისძვრაზე, რომელიც ათენშიც საგრძნობი იყო

გუშინ ღამით, 01:00 საათისთვის ამფისას სამხრეთ-აღმოსავლეთით 5 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც საგრძნობი იყო ათენშიც.

როგორც ირკვევა, 5 ბალიან მიწისძვრას წინ უძღვოდა 1,3 ბალიანი ბიძგი, ხოლო შემდეგ მოჰყვა კიდევ 11 ბიძგი 0,8-დან 1,9 ბალამდე. ეპიცენტრის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებმა დიდი შიში და რთული ღამე გამოიარეს, ეს იყო მიწისძვრა, რომელმაც გამოიწვია არა მხოლოდ რხევა, არამედ უჩვეულო გუგუნიც. ქსილოკასტროს მოსახლეობა ამბობს, რომ 1999 წლის მიწისძვრა გაახსენდათ.

სეისმოლოგთა განცხადებით, არ იციან, იყო თუ არა ეს ძირითადი მიწისძვრა და საჭირო იქნება მომდევნო საათებში მოვლენებზე დაკვირვება, რათა დასკვნები გაკეთდეს.

“ნებისმიერ შემთხვევაში, შეუძლებელია ვიცოდეთ, რა მოხდება ასეთ მგრძნობიარე სეისმურ ტერიტორიაზე. დაგვჭირდება დრო, რომ ვნახოთ, იყო თუ არა ეს ძირითადი მიწისძვრა, ჯერ არ შეგვიძლია ზუსტი დასკვნების გამოტანა,” აცხადებს ბატონი ლეკასი.

 

onalem

ტესტ