fbpx
საბერძნეთი

“არა” საბერძნეთში კარანტინის მოხსნას – შესაძლოა ამუშავდეს მხოლოდ Click Away

პროფესორმა და საბერძნეთის ექსპერტთა საბჭოს წევრმა, ათინა ლინუმ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ჯერჯერობით ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, თუ როდის მოიხსნება კარანტინი საბერძნეთში.

“ძალიან რთული იქნება იმის გარკვევა, თუ როდემდე გასტანს კარანტინი. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით მუტაციების ტიპები და მათი გავრცელების მასშტაბები. ცალკე პრობლემას ქმნის ისიც, რომ ელექტრო ენერგიის გათიშვის ფონზე, იდგა ვაქცინის დოზების დაკარგვის საშიშროება. 

უკიდურესად სახიფათოა, რომ კარანტინი მოიხსნას ამ კვირის ბოლოს. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ალბათ უკვე შესაძლებელი იქნება გარკვეული დაწესებულებების გახსნა, მაგალითად: პატარა მაღაზიების და საერთოდ, მაღაზიები შესაძლოა ამუშავდეს Click Away-ს მეთოდით. მაგრამ ეს მხოლოდ იმ რეგიონებში, რომლებიც არ არის წითელ ზონებად გამოცხადებული. კიდევ ერთხელ აღვნინავ, რომ არ უნდა შეიქმნას გრძელი რიგები,” აცხადებს ლინუ.

ამრიგად, საბერძნეთში მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი, როდესაც ექსპერტთა საბჭო ეპიდმდგომარეობას შეაფასებს.

 

onalem

ტესტ