fbpx
საბერძნეთი

ადამიანი, რომელიც დღეს “ვიქტორიის” სადგურის რელსებში ჩავარდა, 20 წლის გოგონაა – პოლიცია თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს

ბერძნული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ადამიანი, რომელიც დღეს დილით “ვიქტორიის” სადგურში მატარებლის რელსებში ჩავარდა, 20 წლის გოგონაა და სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

ინციდენტი დილით მოხდა, გოგონა რელსებში ჩავარდა და იქიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. სადგურიდან მაშინვე მოხდა ხალხის ევაკუაცია და მატარებლები “ვიქტორიაზე” აღარ აჩერებდნენ გარკვეული დროის მანძილზე. ადგილზე მობილიზებული იყვნენ, როგორც სამაშველო სამსახურის ბრიგადები, ასევე, სასწრაფო დახმარება, თუმცა, მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.

მომხდარის ზუსტი გარემოებები უცნობია, თუმცა, პოლიცია მუშაობს თვითმკვლელობის ვერსიაზე.

onalem

ტესტ