fbpx
საბერძნეთი

ატიკის რეგიონი ხანძარსაშიშ ზონებს შორის პირველ ადგილზეა – გაფრთხილება სამინისტროსგან

საბერძნეთში მძვინვარე ხანძრებიდან გამომდინარე სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ავრცელებს გაფრთხილებას, რომლის მიხედვითაც დღეს და ხვალ ატიკის რეგიონი, სხვა რეგიონებთან ერთად, რისკის შემცველ ტერიტორიებს შორის პირველ ადგილზეა. რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხანძარი გაჩნდა პალინში, სადაც სწრაფად მობილიზდა სახანძრო ბრიგადა და ცეცხლი კონტროლის არეში მოაქციეს.

ატიკის რეგიონი შედის მესამე ზონაში, რომელსაც ეწოდება “ძალიან მაღალი რისკის ზონა”, შესაბამისად, მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა მოერიდოს ისეთი საქმიანობის წარმოებას, რომელსაც შესაძლოა ხანძრის გაჩენა მოჰყვეს. ხანძარსაშიშ პირობებს ქმნის ძლიერი ქარი და მშრალი კლიმატური პირობები.

ატიკასთან ერთად საკმაოდ მაღალი რისკების ქვეშ არის: ევია, არგოლიდა, ვიოტია, კორინთია, როდოპი, ფთიოტიდა და კრეტა. ასევე, ეგეოსის კუნძულები.

onalem

ტესტ