fbpx
საბერძნეთი

თესალონიკის უნივერსიტეტის ლექტორი საკუთარ ცოლს დარიშხანით წამლავდა, რათა მოეკლა და თავის სტუდენტთან გაეგრძელებინა ურთიერთობა

რამდენიმე წლის წინ ამ ამბავმა ბერძნული საზოგადოება შეძრა. უკვე მრავალი თვეა, რაც სასამართლო პროცესები მიმდინარეობს მამაკაცის საქმის შესახებ, რომელიც საკუთარი მეუღლეს დიდი ხნის მანძილზე დარიშხნით წამლავდა და შემდეგ, იმის გამო, რომ მასზე ეჭვი არ მიეტანათ, ქალის ბებიის მოწამვლაც დაიწყო.

ეს არის ისტორია, რომელიც ფილმის სცენარს ჰგავს, მაგრამ საზარელი რეალობაა. საუბარია თესალონიკის უნივერსიტეტის ლექტორზე, რომელმაც მოწამლა საკუთარი მეუღლე და მისი ბებია დარიშხანის გამოყენებით და ამ ყველაფერს აკეთებდა ეტაპობრივად, ისე, რომ ეჭვი არ მიეტანათ. მისი ლოგიკით, თუკი ორი ადამიანი იქნებოდა ერთი და იგივე პრობლემით, გაქარწყლდებოდა ვარაუდი, რომ ეს განზრახ მკვლელობა იყო. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ჯერ მოხუცი ქალი გარდაიცვალა, ხოლო შემდეგ მისი 34 წლის შვილიშვილი.

ბოლო პროცესი, რომელიც უახლოეს წარსულში სააპელაციო სასამართლოში ჩატარდა, 4 საათზე მეტი გაგრძელდა, გამომძიებელმა აღნიშნული შემთხვევა შეაფასა, როგორც უპრეცენდენტო და მოითხოვა, რომ ბრალდებული კვლავ დამნაშავედ იცნოს განზრახ მკვლელობისთვის.

აღნიშნული დანაშაულის მთავარ “მოტივად” ითვლება ახალგაზრდა ქალი, ლექტორის სტუდენტი, რომელთანაც მას პარალელური ურთიერთობა ჰქონდა და ნაცვლად იმისა, რომ მეუღლისთვის სიმართლე ეთქვა და უბრალოდ, დაშორებულიყვნენ, მისი მოკვლა გადაწყვიტა. მოგვიანებით მამაკაცს სტუდენტთან შვილიც კი შეეძინა და ოჯახი შექმნეს.

თავად ბრალდებული ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფს ყველაფერს და მტკიცებულებებს უსაფუძვლოდ უწოდებს.

onalem

ტესტ