fbpx
საბერძნეთი

“50 ევროიანი, რომელიც თავისით “მრავლდებოდა” – კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც ხალხს “ერთა ეკლესია” აჯერებდა

თესალონიკში ეგზორცისტთა ორგანიზაციასთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი დეტალი ვრცელდება. ალბათ ყველაზე შოკისმომგვრელი მაინც თავად ეგზორციზმის სცენებია, რომლებსაც ისინი და მისი მიმდევრები თამაშობდნენ, თუმცა, ახლა ირკვევა, რომ ამ ხალხს სხვა მითებისაც სჯეროდა, რომლებიც ცხადია თავად “ერთა ეკლესიის” შექმნილი იყო.

საუბარია 50 ევროიანზე, რომლის შესახებაც ხალხს ეუბნებოდნენ, რომ ჯადოსნური იყო და რომ თავისით მრავლდებოდა. კერძოდ, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამტკიცებდა, რომ ამ კუპიურამ დიდი წარმატება მოუტანა და ფეხსაცმელების მაღაზიაში, რომელსაც ფლობდა, 2018 წელს 40.000 ევრო გამოიმუშავა, ხოლო 2017 წელს 85.000 ევრო.

რეალობა კი ისაა, რომ ეს კონკრეტული კუპიურა საერთოდ არ გამოიყენებოდა 2016-2017 წლებში, რადგან მიმოქცევაში არ იყო შესული და მაშინ ისევ ძველებს იყენებდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანებს სჯეროდათ, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელს განსაკუთრებული ძალები ჰქონდა, განეკურნა სხვადასხვა დაავადებებისგან, მაგრამ როდესაც მასთან მიახლოვებას ცდილობდნენ, 5-10 ევრო კონვერტში უნდა ჩაედოთ.

როგორც ირკვევა, საბერძნეთის პოლიცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას 10 წელზე მეტია აწარმოებს.

onalem

ტესტ