fbpx
საბერძნეთი

უკვე მე-5 დღეა თურქეთში ბერძენ ცოლ-ქმარს ეძებენ: “ჩემი მშობლების საშველად არავინ მოსულა”

მედია პირველად საუბრობს თურქეთში მიწისძვრის შედეგად საბერძნეთის მოქალაქეთა გაუჩინარების შემთხვევაზე. როგორც ირკვევა, საუბარია ცოლ-ქმარზე, რომელთა ასაკიც 65 და 62 წელია და ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდათ.

მათი შვილი აცხადებს, რომ უკვე მე-5 დღეა მშობლებს ეძებს და მათ დასახმარებლად ორშაბათის შემდეგ არავინ მისულა.

“როდესაც მიწისძვრა მოხდა, სტამბოლიდან ანტიოხიაში ჩამოვედით, ორშაბათის შემდეგ ვითხოვთ მაშველებისგან დახმარებას. ისინი 6 სართულიან კორპუსში ცხოვრობდნენ, რომელიც დაინგრა, მე-5 სართულზე იყვნენ. პირველ 24 საათში რომ მოსულიყო ვინმე, შესაძლოა გადაგვერჩინა, ჩვენ ვერ დავეხმარებით, მხოლოდ იქ ვეძებთ ხალხს, საიდანაც მათი ხმა გვესმის.

სულ მცირე გვინდა, რომ ცხედრები მაინც ვიპოვოთ,” ამბობს მათი შვილი.

როგორც ირკვევა, ისინი დაუკავშირდნენ საბერძნეთის საკონსულოსაც, მაგრამ ამ დრომდე ამ კორპუსის ტერიტორიაზე სამაშველო სამსახურს ოპერაციები არ ჩაუტარებია.

არსებული ცნობებით, ბერძენი ცოლ-ქმარი ანტიოხიაში ბოლო 10 წელი ცხოვრობდა.

onalem

ტესტ