fbpx
საზოგადოება

ევა კაილიმ ბელგიის ციხეში მუშაობა დაიწყო და საათში 0,75 ევროს იღებს, მანამდე კი თვეში 7.000 ევრო ჰქონდა ხელფასი

კატარის სკანდალთან დაკავშირებით, ქრთამის აღების საქმეზე დაკავებული ევა კაილი, როგორც ჩანს, ისევ დასაქმებულია, მაგრამ ამჯერად ციხეში.

ბელგიაში, კერძოდ, ჰარენის ციხეში ის დაახლოებით ორი თვეა რაც სასჯელს იხდის და სავარაუდოდ, დროის უფრო მარტივად გაყვანისთვის მუშაობა ამჯობინა. ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კერძების მომზადებითა და დასუფთავებით არის დაკავებული, სხვა პატიმრების მსგავსად.

როგორც ბელგიური მედია იუწყება, მისი ხელფასი საათობრივად განისაზღვრება და ერთ საათში 0,75 ევროს იღებს, მანამდე კი, ევროპარლამენტში ის თვეში 7.000 ევროზე მეტს იღებდა თვეში, ამას ემატებოდა ყოველთვიური ბონუსი, რაც 4.000 ევროს სცდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ევა კაილის მფლობელობაში ასი ათასობით ევრო აღმოაჩინეს, რაც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის ეკო­ნო­მი­კურ და პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნაში ჰქონდა აღებული.

onalem

ტესტ