fbpx
საზოგადოება

ევი ვატიდუს დაცვა, მისმა ყოფილმა მეუღლემ, ალექსის კუგიამ აიღო საკუთარ თავზე – მოდელი გამომძიებლის წინაშე წარსდგა

როგორც უკვე ცნობილია, მოდელი და ალექსის კუგიას ყოფილი მეუღლე, ევი ვატიდუ პოლიციამ სხეულის მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი ცოლ-ქმარი ბევრ რამეში არ ეთანხმება ერთმანეთს და მუდმივად კრიტიკული პოზიციებით გამოირჩევიან, კუგიამ ყოფილი მეუღლის იურიდიული დაცვა საკუთარ თავზე აიღო.

საქმის მასალების მიხედვით, ვატიდუ თავისი მანქანით მოტოციკლს გაეკიდა, გადაადგილებაში ხელი შეუშალა, რის გამოც მძიმედ დაშავდა 47 წლის ქალი. კუგია აცხადებს, რომ ვატიდუს ქმედებებს მიზეზები ჰქონდა, რადგან მას შეურაცხყოფა მიაყენეს, მანქანა განზრახ დაუზიანეს.

“მართლმსაჯულების პრობლემა არასწორი დევნაა. იმის მაგივრად, რომ ბრალდებული ეს მამაკაცი იყოს, რომ დაუცველ, მარტო  ყოფ ქალს აედევნა, მანქანას ჩაფხუტს ურტყამდა და ლანძღავდა. სწორედ ის წავიდა სახლში დასამალად და არა ჩემი ყოფილი მეუღლე, ის სამართლიანი ქალია და არ იმალება. რაც შეეხება მოტოციკლს, ის ამობრუნდა და სწორედ ამის გამო დაეცა, ევი არაფერ შუაშია,” ამბობს კუგია.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

 

onalem

ტესტ