fbpx
საზოგადოება

პოლიციამ ევი ვატიდუ დააკავა – ის მოტოციკლს მანქანით გაეკიდა და 57 წლის ქალი სერიოზულად დააზიანა

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა ალექსის კუგიას ყოფილი მეუღლე, ევი ვატიდუ, რომელმაც საკუთარი მანევრირებით 57 წლის ქალის სერიოზულად დაშავება გამოიწვია.

საქმის მასალების მიხედვით, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. გაურკვეველი მიზეზით წყვილმა, რომელიც მოტოციკლზე იჯდა (59 წლის მამაკაცი და 57 წლის ქალი), ევი ვატიდუს მანქანის სარკე გატეხა, რამაც მისი გაბრაზება გამოიწვია და ქალი წყვილს მანქანით გაეკიდა.

როგორც ირკვევა, ვატიდუმ მოტოციკლს მანევრირების საშუალებით გზად გადაუკეტა, რის გამოც, 57 წლის ქალი გადმოვარდა და სერიოზული დაზიანებები მიიღო. ამ დროისთვის ის ვულას ასკლიპიიოს საავადმყოფოშია მოთავსებული.

59 ქლის მამაკაცმა ვატიდუს წინააღმდეგ სხეულის სერიოზული დაზიანების ბრალდებით საჩივარი შეიტანა, მეორეს მხრივ, ვატიდუმაც უჩივლა მათ შეურაცხყოფისა და მატერიალური ზიანის გამოწვევისთვის.

მოდელი პოლიციას სხეულის მძიმე დაზიანების ბრალდებით ჰყავს დაკავებული.

onalem

ტესტ