fbpx
საზოგადოება

პეტროს ფილიპიდი, რომელიც გაუპატიურების ორ ფაქტზე დამნაშავედ სცნეს, თავისუფალია

მსახიობი, პეტროს ფილიპიდი საბერძნეთის სასამართლომ ერთხმად სცნო დამნაშავედ გაუპატიურების ორ ფაქტში და მიუხედავად ამისა, ის თავისუფალია.

როგორც ირკვევა, ფილიპიდის თავისუფლების 8 წლით აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ სასჯელი პირობითია, შესაბამისად, ის კვლავ ციხის მიღმაა. მსახიობი ვალდებულია თვეში ორჯერ გამოცხადდეს პოლიციის განყოფილებაში და არ დატოვოს საბერძნეთი. როგორც ირკვევა, მან გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ახლა ზემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება.

როგორც პროკურორმა განაცხადა, მისი საცხოვრებლის შესახებ ყველასთვის ცნობილია და ფილიპიდის გაქცევის განზრახვის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს, შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, რომ ფილიპიდი გაამართლეს გაუპატიურების მცდელობის ბრალდების თვალსაზრისით, ვინაიდან მტკიცებულებები და მომხდარის გარემოებები მოსამართლისთვის ბუნდოვანი იყო, თუმცა, დამნაშავედ სცნეს გაუპატიურების ორ ფაქტზე.

onalem

ტესტ