fbpx
საზოგადოება

კვლავ გრძელი რიგები კატეხაკის თავშესაფრის სამსახურთან

ტელეკომპანია ΕΡΤ-ის რეპორტაჟის მიხედვით, კატეხაკზე მდებარე თავშესაფრის სამსახურთან კვლავ გრძელი რიგები დგას.

როგორც ტელეკომპანია იუწყება, ხალხი იქაურობას ღამითაც კი არ ტოვებს, თუმცა, ახლა სიტუაცია შედარებით დასტაბილურებულია, ვინაიდან მათი უმრავლესობა ატარებს ნიღაბს და ცდილობენ დისტანციაც შეძლებისდაგვარად დაიცვან.

შეგახსენებთ, რომ თავშესაფრის საბუთი (ასილო), ასევე, ბინადრობის ნებართვა, ავტომატურად გადაუვადდათ მომდევნო 6 თვით მათ, ვის საბუთსაც ვადა იმ დროის მანძილზე გაუვიდა, როდესაც საჯარო სამსახურები არ მუშაობდა, ვირუსთან დაკავშირებული ზომების გამო.

ასევე, თავშესაფრის სამსახური აპლიკანტებს მოუწოდებს, რომ ისარგებლონ ელექტრონული პლატფორმით, applications.migration.gov.gr, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასაჭირო რიგები და სწორედ იქიდან დანიშნონ თარიღი, თუ როდის მიაკითხავენ სამსახურს პირადად.

onalem

ტესტ