fbpx
კრიმინალი

“კაცის გამო არ გავანადგურებდი მის და ჩემს ცხოვრებას!” – სკანდალური ჩვენება, რომელმაც კითხვის ნიშნები გააჩინა

ბერძნული მედია კიდევ ერთხელ მოიცვა მჟავით თავდასხმის ფაქტზე მსჯელობამ მას შემდეგ, რაც 35 წლის დაკავებულმა პოლიციის ფსიქოლოგს ჩვენება მისცა. ირკვევა, რომ ის ფსიქოლოგს დაახლოებით 1 საათი ესაუბრა და ხაზგასმით თქვა, რომ იოანა პაპასპირუსთვის მჟავა მამაკაცის გამო არ შეუსხამს.

უცნობია, დასტურდება თუ არა მისი ნათქვამი ოფიციალურად, პოლიცია ამაზე დეტალურად არ საუბრობს.

იოანა პაპასპირუს უკვე 5 ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა 1 თვის მანძილზე და როგორც ექიმები ამბობენ, ის ნამდვილი მებრძოლია. მას სახის 93% აქვს დამწვარი, მაგრამ მარცხენა თვალი გადაურჩინეს. მიუხედავად ამისა, სანამ 1 წელი არ გავა, მის ჯანმრთელობას მუდმივი საფრთხე ემუქრება.

დაზარალებულის ოჯახის ადვოკატები ამბობენ, რომ შესაძლოა არსებობდეს თავდასხმის რაიმე სხვა მიზეზი, გარდა 40 წლის მამაკაცისა და ეჭვიანობისა, მაგრამ მათ ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ.

გამომძიებელი, გიორგოს ცუკალისი აცხადებს, რომ იოანა პაპასპირუ აბსოლუტურად უსამართლოდ აღმოჩნდა საშინელ მდგომარეობაში:

“დარწმუნებული ვარ, რომ საბრალო იოანა აბსოლუტურად უმიზეზოდ და უსამართლოდ გახდა თავდასხმის მსხვერპლი იმ ადამიანისგან, რომელიც მისით იყო შეპყრობილი. მიზეზები შეიძლება თავდამსხმელის გონებაში იყო შექმნილი, თუმცა, რეალურად არ არსებობს.”

onalem

ტესტ