fbpx
საზოგადოება

რას ამბობს საბერძნეთის პოლიცია 36 წლის ქართველი ქალის გარდაცვალების საქმეზე?!

როგორც უკვე ცნობილია, გუშინ შუადღეს თესალონიკში ქართველი ქალი კორპუსის მე-4 სართულიდან გადმოვარდა და როგორც თვითმხილველები ამბობენ, მისი ცხედარი პარალელურად იწვოდა. მანამდე მათ ძლიერი ხმაური გაიგეს და შემდეგ დაინახეს, როგორ ვარდებოდა ადამიანი აივნიდან, თუმცა, რთული იყო იმის გარჩევა, მამაკაცი იყო ის თუ ქალი.

მხოლოდ მოგვიანებით დადგინდა, რომ ცხედარი 36 წლის ქართველ ქალს ეკუთვნის.

ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ კრიმინალური დანაშაულის შესაძლებლობა სრულიად გამორიცხა. ადგილზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მისი გარდაცვალება არ წარმოადგენს სხვა ადამიანის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგს.

მიუხედავად ამისა, კონკრეტულად რა მოხდა და რატომ გაჩნდა ცეცხლი, შემდეგ რატომ გადმოვარდა ქართველი ქალი აივნიდან, უცნობი რჩება. ინციდენტის დეტალებს თეთრი კოშკის პოლიციის განყოფილება იძიებს.

იხილეთ კიდევ ერთი ადგილობრივის ჩვენება:

onalem

ტესტ