fbpx
საზოგადოება

შობას საბერძნეთის პოლიცია გზებსაც ჩაკეტავს, შემოწმების გასამარტივებლად

როგორც სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, მიხალის ხრისოხოიდისმა განაცხადა, შობას ქუჩებში სულებიც კი არ იარსებებენ. მედია იუწყება, რომ მოსალოდნელია გზების გადაკვეტვაც კი, პოლიციის მიერ, რათა შემოწმების პროცესი გახდეს უფრო მარტივი.

ცხადია, საუბარია გზების გადაკეტვაზე 22:00 საათის შემდეგ, როდესაც გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჯანმრთელობის სერიოზული მიზეზით და ასევე სამსახურის მიზეზით, რომელიც უნდა დასტურდებოდეს ოფიციალური საბუთით. სხვა შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა, 300 ევროს ოდენობით.

ამას გარდა, პოლიცია იმუშავებს დრონებით, ამიტომ წვდომა ექნებათ დიდ მასშტაბზე და ადვილად დაინახავენ, თუ სად დაფიქსირდება კანონდარღვევა.

22:00 საათამდე საშობაო მაგიდაზე სხვა ოჯახში წასასვლელად ვაგზავნით SMS-ს ციფრით 6 ნომერზე 13033. შეგახსენებთ, რომ ერთ მაგიდასთან დაშვებულია მხოლოდ 9 ადამიანი და ორი ოჯახი, რომელიც ერთმანეთთან ისედაც იმყოფება კონტაქტში.

 

onalem

ტესტ