fbpx
კრიმინალი

თესალონიკი: ემიგრანტებს ბინაში მცირე თანხის სანაცვლოდ უშვებდნენ და შემდეგ ძარცვავდნენ

გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკში ორი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც ემიგრანტებს ბინაში მცირე თანხის სანაცვლოდ უშვებდა და შემდეგ მუქარის ძალით ძარცვავდა მათ.

საუბარია ორ პაკისტანელ მამაკაცზე, 21 და 28 წლის, რომლებიც სხვა ემიგრანტებს ბინაში ანთავსებდნენ, ამაში მცირე თანხას იღებდნენ და როდესაც დაიძინებდნენ, ძარცვავდნენ მათ. პარალელურად, ემუქრებოდნენ პოლიციითა და იარაღით, რომელიც საბოლოოდ, ყალბი აღმოჩნდა.

როგორც ირკვევა, ისინი გუშინ ღამით ქურდობის კიდევ ერთი მსგავსი მცდელობისას დააკავეს, რადგან სახლში მყოფ მამაკაცებს გაეღვიძათ და შეძლეს, რომ დამნაშავეთაგან ორი შეეკავებინათ პოლიციის მისვლამდე, დანარჩენი ორი კი, გაიქცა.

პაკისტანელები პროკურატურაში გადაიყვანეს, პარალელურად მიმდინარეობს მათი თანამზრახველების ძებნა.

onalem

ტესტ