fbpx
კრიმინალი

“ათენის მოსახლეობა ფრთხილად უნდა იყოს ” – დენის მოპარვის ხელშეწყობისთვის დაკავებულია 9 პირი

საბერძნეთში დენის მრიცხველის გაჩერება ახალი ამბავი არ არის და ახლაც, ძალიან ბევრი ოჯახი მიმართავს ამ გზას, რათა ელექტრო ენერგიის გადასახადს თავი აარიდოს. ერთის მხრივ, ეს ქვეყანაში არსებული გადაჭარბებული ტარიფებით აიხსნება, მაგრამ მეორე მხრივ საქმე გვაქვს კრიმინალთან და ზარალთან, რომელსაც ელ. ენერგიის მომმარაგებელი კომპანია ყოველწლიურად ნახულობს.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 9 ადამიანი, რომელიც თითოეული ოჯახისგან 50-100 ევრომდე იღებდა, რათა ტექნიკურად მოეხერხებინათ მრიცხველის შეჩერება ან აკეთებდნენ ისე, რომ გადასახადი მინიმალური მოსულიყო.

ასეთი ამ დროისთვის 248 შემთხვევაა დაფიქსირებული და კიდევ დაახლოებით 160 ბინას ეძებენ, სადაც იგივე სახის მაქინაციას აქვს ადგილი.

თითოეული დამნაშავის იდენტიფიცირება პოლიციამ შეძლო და ისინი საკუთარ სახლებში აიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის ელ. ენერგიის მომმარაგებელი კომპანიის ზარალი 1.5 მილიონ ევროს შეადგენს.

დაკავებულებს კიდევ რამდენიმე დანაშაულის ჩადენის გამო დააკავებენ: ძარცვა, თაღლითობა, ფულის გათეთრება და ა.შ.

პოლიცია კიდევ ერთ დამნაშავეს ეძებს, რომელიც მათთან ერთად მოქმედებდა.

 

onalem

ტესტ