fbpx
კრიმინალი

ათენი: მამაკაცი, რომელმაც საკუთარი და დანით მოკლა, პოლიციამ დააკავა (ვიდეო)

გუშინ, დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე, კალიეთას ტერიტორიაზე დააკავეს მამაკაცი, რომელმაც გასულ პარასკევს საკუთარი 53 წლის და დანის გამოყენებით მოკლა. გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ იჭერენ მას და მის მეგობარს ოფიცრები.

როგორც ცნობილია, მამაკაცს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და პოლიცია მას ამ დრომდე მთავარი ეჭვმიტანილის სტატუსით ეძებდა. თვითმხილველთა თქმით, სწორედ მან ჩაარტყა ქალს დანა სამჯერ, თუმცა, გარდა ამისა, 1 წლის წინ მსხვერპლმა საჩივარიც კი შეიტანა, რომელშიც პოლიციას მისგან დაცვას სთხოვდა.

დაკავებული საკუთარი მამის სახლში ბრუნდებოდა და უცნობ მამაკაცთან ერთად იყო. სწორედ ამ დროს გადაიკეთა მთელი ტერიტორია და ორივე მათგანი აიყვანეს.

onalem

ტესტ