fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: საზღვარზე 42 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც თვითმფრინავში ასვლას 20 სმ-იანი დანებით ცდილობდა

საბერძნეთის აეროპორტში საზღვრის კვეთისას 42 წლის უცხოელი მამაკაცი დააკავეს. ბარგის შემოწმებისას ოფიცრები თვალებს არ უჯერებდნენ, თუ რითი ასვლას ცდილობდა ის თვითმფრინავის ბორტზე.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი როდოსის აეროპორტში გამოცხადდა და ჩანთაში ორი 20 სანტიმეტრიანი დანა და რეზინის და რკინის ხელკეტები ჰქონდა. ის ამ ყველაფრით ცდილობდა, რომ თვითმფრინავში ასულიყო.

უცხო ქვეყნის 42 წლის მოქალაქე დაუყოვნებლივ დააკავეს და მას ბრალს იარაღის უკანონო ტარებისა და აკრძალულ ტერიტორიაზე შეტანის ბრალდებით გაასამართლებენ. გამოძიება დაადგენს, თუ რა მიზნებისთვის ჰქონდა აღნიშნული საგნები მას ჩანთაში.

დაკავებული როდოსის პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ